16 ივნისს, რედისონში, 12 საათზე გაიმართება თს ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის ინო-ლაბის  ინოვაციური პროდუქტის “ელექსირი” პრეზენტაცია.ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ  ახალ ინოვაციურ პროდუქტს.

 

პრეზენტაციაზე სტუმრები მოისმენენ პროდუქტის შექმნის ისტორიას – როგორ  გაჩნდა, დაიხვეწა იდეა და განვითარების რა ეტაპზეა დღეს კომპანია.

 

“ინო-ლაბი“ ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული წყალი „ელექსირი“-ს ჩამოსხმა ტოქსინების გარეშე, რომელიც ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ.

წყალი „ელექსირი“ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, იგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სიცოცხლის გამახანგრძლივებელია.

წყალი „ელექსირი“ გამოიყენება სიჯანსაღის დაცვის მიზნით:

  1. ჯანდაცვაში (ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალება).
  2. სოფლის მეურნეობაში (ჯანსაღი პროდუქტების წარმოების მიზნით როგორც მოსარწყავი და შესაწამლი – საკვები საშუალება).
  3. მრეწველობა, მეცხოველეობა-მეფრინველეობაში (ნატურალური, ჯანსაღი და მეტი რაოდენობით პროდუქტების საწარმოებლად ) და ა.შ.

 

წყალი „ელექსირი“ აგერეთვე გამოიყენება, როგორც სასმელი წყლის ფილტრაციისათვის, ასევე აუზებისა და ხელოვნურ წყალსაცავებში წყლის ჰიგიენიზაციისათვის, როგორც ძლიერი ბაქტერიული და ოქსიდენტური საშუალება.