2018 წლის 22 ივნისს საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაციასა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მადუაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ შესაძლო მიმართულებებზე შეთანხმდენენ:

– ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზება;
– სავაჭრო პალატისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ჩართვა ერთობლივ და ინდივიდუალურ პროექტებსა და ღონისძიებებში;
– სავაჭრო პალატისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ეკონომიკურ აქტორებთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვა.