2018 წლის 15 მაისს, თბილისში შპს თს ჰოლდინგის მიერ დაარსებული საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაციის სადამფუძნებლო კონფერენცია და საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ უტკირა ბუტაევამ, შპს თს ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტმა ჯანი მიხაილოვმა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი მადუაშვილმა გახსნეს.

უზბეკეთის დელეგაციის წევრებს შორის არიან როგორც უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების, ისე უზბეკეთის ბიზნეს-სექტორის წარმომადენელი წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ეროვნული ავიაკომპანიისა და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მმართველი პირები, საავტომობილო ინდუსტრიის, მსუბუქი მრეწველობის, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების, ფარმაცევტიკის, ელექტროტექნიკისა და სამშენებლო მასალების წარმოების კომპანიების მმართველი პირები. საქართველოს ბიზნეს-სექტორის მხრიდან კი, ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების, სამშენებლო, სატრანსპორტო, ტურისტული, მსუბუქი მრეწველობის, ალკოჰოლური პროდუქციის, ფარმაცევტიკის, ელექტროტექნიკისა და სამშენებლო მასალების წარმოების კომპანიების მმართველი პირები.

ღონისძიების ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში, მოხდა უზბეკური და ქართული კომპანიების შეხვედრა, სადაც ორივე მხარეს მიეცა საშუალება, დაამყარებინათ საქმიანი კომუნიკაცია და განეხილათ სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.