16 ივნისს, რედისონში, 12 საათზე გაიმართება თი ეს ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის ინო-ლაბის ინოვაციური პროდუქტის “ელექსირი” პრეზენტაცია.ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ ახალ ინოვაციურ პროდუქტს.
პრეზენტაციაზე სტუმრები მოისმენენ პროდუქტის შექმნის ისტორიას – როგორ გაჩნდა, დაიხვეწა იდეა და განვითარების რა ეტაპზეა დღეს კომპანია.
“ინო-ლაბი“ ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული წყალი „ელექსირი“-ს ჩამოსხმა ტოქსინების გარეშე, რომელიც ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ.
წყალი „ელექსირი“ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, იგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სიცოცხლის გამახანგრძლივებელია.
წყალი „ელექსირი“ გამოიყენება სიჯანსაღის დაცვის მიზნით:
- ჯანდაცვაში (ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალება).
- სოფლის მეურნეობაში (ჯანსაღი პროდუქტების წარმოების მიზნით როგორც მოსარწყავი და შესაწამლი – საკვები საშუალება).
- მრეწველობა, მეცხოველეობა-მეფრინველეობაში (ნატურალური, ჯანსაღი და მეტი რაოდენობით პროდუქტების საწარმოებლად ) და ა.შ.
წყალი „ელექსირი“ აგერეთვე გამოიყენება, როგორც სასმელი წყლის ფილტრაციისათვის, ასევე აუზებისა და ხელოვნურ წყალსაცავებში წყლის ჰიგიენიზაციისათვის, როგორც ძლიერი ბაქტერიული და ოქსიდენტური საშუალება.