თინათინ გუგუნავა
თინათინ გუგუნავა
იურიდიული სამსახურის უფროსი
თინათინ გუგუნავა დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს „თი ეს ჰოლდინგის“ იურიდიულ სამსახურს. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე (2007 წლიდან) იგი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა „თი ეს ჰოლდინდთან“ აფილირებულ კომპანიებში, როგორიცაა „აიდეკო“ სს საცხოვრებელი კომპლექსის დეველოპმენტის განმახორციელებელი კომპანია პროექტით „სახლი ოპერასთან“. ჯგუფში შემოერთებამდე თინათინი იყო შპს „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ მთავარი იურისტი, მანამდე კი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა კომპანიებ სს „გრინ კაპიტალისა“ და შპს „გრინ დეველოპმენტში“, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის, დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციები. მისი თავდაპირველი პრაქტიკული სამიანობა უკავშირდება სს „მადნეულის“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (ამჟამინდელი „არემჯი რიჩ მეტალს გრუპი“) სრული სამართლებრივი მომსახურეობის გაწევას, იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი ძიძიგურის“ სახელით.
თინათინის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნეს სამართალს, სამოაქლაქო და კომერციულ სამართალს, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალს. ჩიკაგოში სწავლის პერიოდში მან გაიარა სპეციალური კურსი ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სამართალში, M&A-სა და კერძო საავიაციო სამართალში. 2018 წელს მან ასევე მოიპოვა IATA -ის (International Air Transport Association) მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო საავიაციო სამართლის სპეციალისტის წოდება.
თინათინ გუგუნავა 2003 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მისი დამსაქმებელი კომპანიების სასამართლოში წარმომადგენლობას, რომლის შედეგადაც მოგებული აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომერციული და საგადასახდო დავა.
თინათინ გუგუნავა არის საპილოტე პროეტის „მედიაციის განვითარება საქართველოში“ მონაწილე და CEDR-ის მიერ სერტიფიცირებული მედიატორი. იგი ასევე არის უწყებათასორისო სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეული და შრომის საერთასორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ სერტიფიცირებული კოლექტიურ შრომით დავებზე მომუშავე მედიატორი. ჩიკაგოში სწავლის პერიოდში იგი ასვე აქტიურ სამედიატორო საქმიანობას ეწეოდა ქ. ჩიკაგოს საქალაქო სასამართლოში, რისთვისაც მოპოვებული აქვს აშშ-ში სამედიატორო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. იგი არის მედიატორთა ასოციაციის დამფუძვნებელი წევრი.
2018 წლის იანვრიდან თინათინ გუგუნავა არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამეწარმეო და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრად. თინათინი ასევე აქტიურად არის ჩართული კერძო სამართლის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში.
თინათინ გუგუნავამ 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალიზაციით. მას ასევე გავლილი აქვს მრავალრიცხოვანი პროფესიული ხასიასიათის ტრეინინგები და არის სხვადასხვა სახის პროფესიული სიმპოზიუმებისა და სემინარების აქტიური მონაწილე. 2017 წელს მან ასევე მოპოვა LL.M-ის ხარისხი ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ბიზნეს სამართალში.
თინათინ გუგუნავა ქართულ ენასთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.