თამარ ციციშვილი
თამაზ სომხიშვილი
დამფუძნებელი
გმადლობთ, რომ ეწვიეთ განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდის ვებგვერდს. იმედია, აქ განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის და ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას.
ფონდი დაარსდა 2015 წლის ივნისში საქართველოში მაღალტექნოლოგიური წარმოების აღორძინებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ამასთან, ფონდი მხარს დაუჭერს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესს თანამედროვე სასწავლო პროგრამების დანერგვაში დახმარებით, ნიჭიერი სტუდენტების წახალისებით, სასწავლო ლაბორატორიების განახლებით, და ა.შ., რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ბიზნესის სხვადასხვა სფეროების და წარმოების პრიორიტეტული დარგების შევსებას ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტებით და ტექნიკოსთა კადრებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, შედეგზე ორიენტირებული თანამედროვე კვლევებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება. ფონდის კარი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდა ინოვატორებისთვის.

ფონდი მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარებისა და განათლების სფეროში და საქართველოში მოწინავე საერთშორისო გამოცდილების გამოყენებას.

ჩვენ საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მიზანმიმართული, დროული და ადეკვატური მოქმედების პრინციპით, რამაც უნდა უზრუნველყოს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება და მიღწეული შედეგების მდგრადობა.

თანამშრომლობის იმედით და კეთილი სურვილებით

თამაზ სომხიშვილი

დამფუძნებელი