ძვირფასო მკითხველო,

გმადლობთ რომ ეწვიეთ “თი ეს ჰოლდინგის” დასაქმების ქვე-გვერდს. “თი ეს ჰოლდინგი” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განვითარებაზე ორიენტირებული ამბიციური პროფესიონალებისთვის. კოლაბორაციის მაღალი დონე და მიზანმიმართულობა გამოარჩევს “თი ეს ჰოლდინგის” სამუშაო გარემოს. თანამშრომლებთან ურთიერთობისას ჩვენ მუდამ ვხელმძღვანელობთ გამჭვირვალეობის, გასაგებადობისა და სამართლიანობის პრინციპებით. “თი ეს ჰოლდინგში” ვფიქრობთ, რომ კარგი თანამშრომელი კომპეტენტური, თავდადებული და ემფატიკურია. ჩვენს კორპორატიულ ღირებულებებთან თანმხვედრი კომპეტენტური თანამშრომლების მოძიება და შენარჩუნება ჩვენი მთავარი საზრუნავია და თანამშრომელს ორგანიზაციის საკვანძო აქტივად მივიჩნევთ.

გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს. თუ გამოცხადებული ვაკანსიებიდან არცერთი შეესაბამება თქვენს კვალიფიკაციას, “თი ეს ჰოლდინგში” დასაქმების სურვილის გამოხატვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გამოგვიგზავნეთ თქვენი “ევროპასის” ფორმატში მომზადებული რეზიუმე მისამართზე hr@tsholding.ge თქვენთვის საინტერესო სამუშაო მიმართულების მოკლე (მაქს. 150 სიტყვა) აღწერით.

ვაკანსიები

დამატებული 6 თვის წინ

შპს თი ეს ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ადმინინისტრატორის პოზიციაზე კვალიფიკაცია: უმაღლესი განათლება: ბაკალავრი   სამუშაო დრო: ორშაბათი – პარასკევი: 09:30-18:30   მოვალეობები: საკანცელარიო პროგრამის იმპლემენტაციაზე ზრუნვა, მისი შემდგომი ადმინისტრირება ოფისის წესრიგზე ზრუნვა ოფისში გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა მივლინებების, შვებულებების, day-off-ების აღრიცხვა და ადმინისტრირება შესყიდვების და ახალი ხარჯების შეთანხმების წარმართვა ახალი კოლეგის დახმარება სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში – welcome package-ების შექმნა...

მეტის ნახვა

დამატებული 10 თვის წინ

ორგანიზაცია: TS Holding სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი ანგარიშგება: მთავარი ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება ვიცე პრეზიდენტი ძირითადი ფუნქციები: ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი. სახელფასო სარგო: 5000 ლარი (დარიცხული) ძირითადი ვალდებულებები: • ჰოლდინგის და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა; • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; • ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშების (თვიური,...

მეტის ნახვა

ორგანიზაცია: TS Holding სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი ანგარიშგება: ექვემდებარება ვიცე პრეზიდენტს ძირითადი ფუნქციები: მასობრივ მედიასთან ურთიერთობა, ორგანიზაციის გარე საკომუნიკაციო ენის და გეგმის განსაზღვრა, საკომუნიკაციო პროცესების წარმართვა. სახელფასო სარგო: 2000 ლარი + ბონუსები ძირითადი ვალდებულებები: • მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების დამყარება; • მედიასთან ურთიერთობის ინსტრუმენტების განსაზღვრა; • ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრესრელიზების მომზადება და...

მეტის ნახვა

დამატებული 10 თვის წინ

ძირითადი მოვალეობები: • გაყიდვების გეგმის სტრატეგიის შემუშავება; • წლიური და გრძელვადიანი მოგების გეგმის გაწერა, ტენდენციების ანალიზი და შედეგების პროგნოზი; • გაყიდვების მიზნების განსაზღვრა ჰოლდინგში შემავალი თითოეული დაქვემდებარებული ერთეულისათვის; • სავარაუდო გაყიდვების მოცულობის და მოგების განსაზღვრა არსებული თუ ახალი პროდუქტებისთვის; • გაყიდვების მოცულობის შედგენა გაყიდვის ფასის მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად; • ტენდენციების, ეკონომიკური მაჩვენებლების და კონკურენტების...

მეტის ნახვა