ადმინისტრატორი

დამატებული 5 თვის წინ

შპს თი ეს ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ადმინინისტრატორის პოზიციაზე

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრი

 

სამუშაო დრო:

ორშაბათი – პარასკევი: 09:30-18:30

 

მოვალეობები:

  • საკანცელარიო პროგრამის იმპლემენტაციაზე ზრუნვა, მისი შემდგომი ადმინისტრირება
  • ოფისის წესრიგზე ზრუნვა
  • ოფისში გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა
  • მივლინებების, შვებულებების, day-off-ების აღრიცხვა და ადმინისტრირება
  • შესყიდვების და ახალი ხარჯების შეთანხმების წარმართვა
  • ახალი კოლეგის დახმარება სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში – welcome package-ების შექმნა და თანამშრომლის მიერ მათ გაცნობაზე ზრუნვა
  • თანამშრომელთა მივლინებების დაგეგმვის მხარდაჭერა – ავიაბილეთები, სასტუმროები, სახმელეთო და სხვა ტიპის გადაადგილება
  • კოლეგების შიდა გადაადგილების, ტაქსის მომსახურების ადმინისტრირება
  • თათბირებზე დასწრება და ოქმების მომზადება
  • კოლეგების დახმარება შეხვედრების ორგანიზებაში

 

კომპეტენციები:

  • განვითარებული კომპიუტერული უნარები, საძიებო სისტემების და MS Office სრულფასოვანი ცოდნა
  • მაღალგანვითარებული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები
  • ინგლისური და რუსული B2 დონე

 

დამატებითი ხასიათობრივი ნიშნები:

  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
  • გარემოებათა სწრაფ ცვლილებასთან ადაპტირების უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მისამართზე hr@tsholding.ge, Subject-ში პოზიციის დასახელების მითითებით, გამოგზავნოთ CV და 250 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი სადაც გამოკვეთილი იქნება თუ რატომ შეესაბამებით მოცემულ პოზიციას.

კონკურსი იმართება ორ ეტაპად: წერითი დავალება და გასაუბრება

ანაზღაურება: 2,000 ლარი დარიცხული

Apply Online