ფინანსური მენეჯერი
        ორგანიზაცია: TS Holding
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ანგარიშგება:  მთავარი ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება ვიცე პრეზიდენტი
ძირითადი ფუნქციები:  ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი.
სახელფასო სარგო: 5000 ლარი (დარიცხული)
ძირითადი ვალდებულებები: 
•	ჰოლდინგის და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა;
•	ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
•	ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
•	ჰოლდინგის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
•	სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
•	წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
•	ახალი საინვესტიციიო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
•	ზემდგომი პირებისათვის ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
•	დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
•	ჰოლდინგის მიერ შექმნილი საბუღალტრო და გრანტების მენეჯმენტის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
•	ჰოლდინგის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა;
•	ჰოლდინგის თანამშრომელთათვის ფინანსურ და პროცედურულ საკითხებზე ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•	უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
•	პროფესიული კვალიფიკაცია – CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;
•	მსხვილ კომპანიაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება 
•	ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
•	კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
•	ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
•	დაგეგმვისა და მართვის უნარი;
•	ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
•	ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
•	ორგანიზებულობა;
•	მართვის უნარი;
•	საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
•	დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
•	კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
•	ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
•	პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-„ფინანსური მენეჯერი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.