ფინანსური მენეჯერი

დამატებული 2 წელი წინ

ორგანიზაცია: TS Holding
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ანგარიშგება: მთავარი ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება ვიცე პრეზიდენტი
ძირითადი ფუნქციები: ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი.
სახელფასო სარგო: 5000 ლარი (დარიცხული)


ძირითადი ვალდებულებები:

• ჰოლდინგის და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა;
• ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
• ჰოლდინგის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
• სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
• წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
• ახალი საინვესტიციიო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
• ზემდგომი პირებისათვის ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
• ჰოლდინგის მიერ შექმნილი საბუღალტრო და გრანტების მენეჯმენტის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
• ჰოლდინგის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა;
• ჰოლდინგის თანამშრომელთათვის ფინანსურ და პროცედურულ საკითხებზე ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
• პროფესიული კვალიფიკაცია – CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;
• მსხვილ კომპანიაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება

• ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

• ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
• დაგეგმვისა და მართვის უნარი;
• ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
• ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა;
• მართვის უნარი;
• საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
• დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
• კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
• ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
• პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@tsholding.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-„ფინანსური მენეჯერი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Apply Online