მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

დამატებული 9 თვის წინ

ორგანიზაცია: TS Holding
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ანგარიშგება: ექვემდებარება ვიცე პრეზიდენტს
ძირითადი ფუნქციები: მასობრივ მედიასთან ურთიერთობა, ორგანიზაციის გარე საკომუნიკაციო ენის და გეგმის განსაზღვრა, საკომუნიკაციო პროცესების წარმართვა.
სახელფასო სარგო: 2000 ლარი + ბონუსები

ძირითადი ვალდებულებები:

• მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების დამყარება;
• მედიასთან ურთიერთობის ინსტრუმენტების განსაზღვრა;
• ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;
• პრესკონფერენციების და ბრიფინგების, აგრეთვე სხვადასხვა სახის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
• მედიაში გავრცელებული ფოტო, ვიდეო და სხვა საინფორმაციო მასალების კონტროლი და არქივის შექმნა;
• ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისი მედია კონტენტის ინიცირება და მართვა;
• მედიამონიტორინგი;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება სოციალური/ პოლიტიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებით;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისურ ენაზე წერისა და საუბრის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ტელევიზიაში ან სხვა მედია საშუალებებში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point);
• დახვეწილი და კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (სტატიების, პრესრელიზების, ინტერვიუების ორგანიზებისა და წერის უნარი);
• ორგანიზატორული უნარები, პროექტების მართვის, მათ შორის ღონისძიების ან მისი გარკვეული კომპონენტების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
• სამუშაოს ორგანიზება და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
• მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტაცია;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ლოიალობა;
• შრომისმოყვარეობა;
• სტრატეგიული აზროვნების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@tsholding.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-„მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Apply Online