გაყიდვების დირექტორი

დამატებული 1 წელი წინ

ძირითადი მოვალეობები:
• გაყიდვების გეგმის სტრატეგიის შემუშავება;
• წლიური და გრძელვადიანი მოგების გეგმის გაწერა, ტენდენციების ანალიზი და შედეგების პროგნოზი;
• გაყიდვების მიზნების განსაზღვრა ჰოლდინგში შემავალი თითოეული დაქვემდებარებული ერთეულისათვის;
• სავარაუდო გაყიდვების მოცულობის და მოგების განსაზღვრა არსებული თუ ახალი პროდუქტებისთვის;
• გაყიდვების მოცულობის შედგენა გაყიდვის ფასის მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად;
• ტენდენციების, ეკონომიკური მაჩვენებლების და კონკურენტების კვლევა;
• გაყიდვების ფასების დადგენა პროდუქციისთვის;
• პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება;
• CRM და Lead Management პროგრამებში მუშაობა;
• გაყიდვების გეგმის შესრულებაზე უშუალო პასუხისმგებლობა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
• გაიყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად დადასტურებული ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების დადასტურებული ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ორგანიზებულობა;
• მართვის უნარი;
• საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
• დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
• კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
• ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
• პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@tsholding.ge არაუგვიანეს 25 მაისისა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-„გაყიდვების დირექტროი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Apply Online