თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს-ასოციაცია და სავაჭრო პალატა ითანამშრომლებენ საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკურ აქტორებთან საქმიანი და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და საქართველოს და უზბეკეთს შორის სავაჭრო, სამრეწველო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

მხარეების მიზანია, წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ, საქართველოსა და უზბეკეთში პარტნიორ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაში.მხარეებმა ასევე მიზნად დაისახეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება.