11-15 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, „თს ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა CEBIT 2018- ის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.  „თს ჰოლდინგის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ზვიადაძემ და ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი სომხიშვილმა, ღონისძიების ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს, მათ ფესტივალის დელეგატებს „თს ჰოლდინგის“ სერვისები გააცნეს და დაინტერესებულ პირებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
CEBIT ევროპული ბიზნეს ფესტივალია ინოვაციების და ციფრულ სფეროში, რომელიც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ყოველ წელს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში, დელეგატები ცვლიან იდეებს, ამყარებენ საქმიან ურთიერთობებს,  წარმოდგენენ საკუთარ ექსპონატებს და ინოვაციურ პროდუქტებს.
CEBIT – ის ფესტივალში მონაწილეობენ ბიზნესის, მთავრობის და სხვა დაინტერესებული წარმომადგენლები. ღონისძიების მთავარი კრიტერიუმი სწორედ ყველა დაინტერესებული ბიზსნეს სფეროს წარმომადგენლის ერთ სივრცეში გაერთიანებაა.